საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის გადასახდელად განსაზღვრული ზედა ზღვრული თანხები, რომელიც ხელფასიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ბანკებმა.

პროექტით, რაც უფრო ნაკლები შემოსავალი ექნება მსესხებელს, მით უფრო ნაკლები იქნება ყოველთვიურად სესხის დასაფარად გადასახდელი თანხა. თუ ხელფასი მსესხებელს 500 ლარამდე აქვს, ბანკმა სესხი ისე უნდა გადაანაწილოს, რომ პირს 15 პროცენტზე მეტის გადახდა არ მოუწიოს.

როგორი პროპორცია იქნება შემოსავალსა და ყოველთვიურ სასესხო გადასახადს შორის:

  • 500 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა მაქსიმუმ 75 ლარი (15%);
  • 500 - 1 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 100-დან 200 ლარამდე (20%);
  • 1 000 - 2 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 250-დან 500 ლარამდე (25%);
  • 2 000 - 4 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 600-დან - 1 200 ლარამდე (30%);
  • 4 000 - 8 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 1 400-დან 2 800-მდე (35%);
  • 8 000 - 16 000 ლარამდე - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 3 200-დან 6 400 ლარამდე (40%);
  • 16 000 ლარზე მეტი - ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 8 000 ლარზე მეტი (50%).