საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მისი თქმით, ეს პირები ქართულ ოცნებას ღირსეულად წარადგენენ არჩევნებზე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დაწყებული სოციალური პროგრამები გაგრძელდება, ხელი შეეწყობა დამწყებ ბიზნესმენებს და ახალი ხელისუფლება ასევე იზრუნებს ქვეყნის გამთლიანებასა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობაზე.

ქართული ოცნების იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატთა სია ასე გამოიყურება:

  • ქუთაისის #47 ოლქი – გენადი მარგველაშვილი, ფიზიკა–მათემატიკური სკოლის დირექტორი;
  • ქუთაისის #48 ოლქი – დიმიტრი მხეიძე, ექიმი;
  • ქუთაისის #49 – კობა ნარჩემაშვილი, ყოფილი შს მინისტრი;
  • წყალტუბო – ცოტნე ზურაბიანი, იურისტი. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი;
  • ზესტაფონი – შალვა კიკნაველიძე, ქართული ოცნების წევრი;
  • თერჯოლა და ტყიბული – ელგუჯა გოცირიძე, მედიცინის დოქტორი, ჩაჩავას კლინიკის დირექტორი;
  • საჩხერე – პაატა კვიჟინაძე, პარლამენტის წევრი;
  • ვანი და ხონი – გრიგოლ ლილუაშვილი, თბილისის მერის მოადგილე, ქართუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე;
  • ჭიათურა – სულხან მახათაძე, ჭიათურის გამგებელი;
  • ხარაგაული, ბაღდათი, ზესტაფონის ნაწილი – კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის გამგებელი;
  • სამტრედია – გია მიქელაძე, ბიზნესმენი;