ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, სი ძინპინი ერთმანეთს 8 მაისს, კიდევ ერთხელ ჩინეთის ქალაქ დალიანში შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

პირველი შეხვედრა ლიდერებს შორის მარტის ბოლოს პეკინში შედგა. 2011 წლის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთის ეს პირველი საერთაშორისო ვიზიტი იყო და ჩინეთში ის მატარებლით ჩავიდა.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია წერს, რომ კიმი დალიანში პირადი თვითმფრინავით გაემგზავრა. როგორც ჩინეთის მედია იუწყება, ლიდერებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს.

27 აპრილს, კორეის ნახევარკუნძულისთვის ისტორიული დღე იყო. ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე სამიტი გამართეს.

1953 წლის შემდეგ ის იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა. ორივე კორეის ლიდერები ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. მათ, ასევე, პირობა დაადეს, რომ კორეის ომი მიმდინარე წელს დასრულდება. აპრილის ბოლოს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მაისის თვეში შეხვდებოდა კიმ ჩენ ინს.