რობინ უილიამსის უცნობი მხარე: ღალატი, სასმელი და შუღლი ჯიმ კერისთან
ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობი, რობინ უილიამსი 2014 წლის 11 აგვისტოს კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა იყო.
ამ ამბიდან 4 წლის შემდეგ მსახიობის ბიოგრაფიული წიგნი გამოვიდა, სადაც მისი სისუსტეების, ანტიდეპრესანტებზე დამოკიდებულებასა და ჯიმ კერის მიმართ მის შუღლზეა საუბარი.
წიგნის ავტორი დეივ ითზკოფია, რომელმაც წიგნში უილიამსის ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალები გაასაჯაროვა და კიდევ უფრო დაგვარწმუნა იმაში, რომ მსახიობის ცხოვრება ბევრად უფრო ტრაგიკული და დარდით სავსე იყო, ვიდრე ეს აქამდე ვიცოდით.
ბიოგრაფიაში დეტალურად არის განხილული მსახიობის ურთიერთობა თავის პირველი ცოლთან, ვალერია ველარდისთან და მიმოხილულია თუ რატომ ჰქონდათ მათ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა.
მოთხრობილია რობინისა და მიშელ ტიშ კარტერის რომანტიკული ურთიერთობა, რომელმაც ვალერიასთან ურთიერთობა დაძაბა და საბოლოოდ მსახიობს $6,2 მილიონის გადახდაც მოუწია.
წიგნში მოყოლილია რობინის ისტორია 1989 წლიდან 2006 წლამდე, რომელიც მსახიობისთვის, შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი აღმოჩნდა. ამ პერიოდში მსახიობი მარშა გარსიაზე დაქორწინდა, თბილ და მოსიყვარულე ოჯახში პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რობინმა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება დაიწყო, შემდეგ კი ორეგონის შტატში, გამოსასწორებელ ცენტრში აღმოჩნდა.
გარდა ამისა, წიგნის მკითხველი გაეცნობა ჯოშ ბელუშის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალების ამბებსაც. 1982 წელს, ბელუში 33 წლის ასაკში კოკაინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა და როგორც ცნობილია, იმ ღამით მასთან სწორედ რობინ უილიამსი იმყოფებოდა.
400-ზე მეტ გვერდიან წიგნში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი რობინის ცხოვრების ის პერიოდია ასახული, როდესაც ის ჯიმ კერიზე ეჭვიანობდა და ფიქრობდა, რომ კერი მასზე ნიჭიერი მსახიობია, მათ შორის კი სერიოზული შუღლიც გაჩნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი, კი კერის, როგორც წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობის დასახელება გახდა.
1995 წელს ორივე მსახიობს $15 მილიონი გადაუხადეს, რობინს ჯუმანჯიში შესრულებული როლისთვის, კერის კი ეის ვენტურას განსახიერებისთვის. ამის შემდეგ ჯიმ კერის ანაზღაურება წლიდან წლამდე იზრდებოდა და ისტორიულ მაქსიმუმს 2000 წელს მიაღწია, მაშინ როდესაც რობინს ამ პერიოდიდან უფრო ნაკლებ ჰონორარებს სთავაზობდნენ.
დეივ ითზკოფის წიგნი დეტალურად მიჰყვება რობინის ცხოვრების ყველა დეტალს 1960-იანი წლებიდან, 2014 წლის 11 აგვისტოს ღამემდე.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
კომენტარები