სერ ალექს ფერგიუსონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ბოლო ინფორმაციები დამაიმედებელია.

მართალია, ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა მეგობრების თქმით, ტვინზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ ფერგიუსონი კომიდან გამოვიდა და ექიმებს ოპერაციის შედეგებზე დაუსვა კითხვები.

ექიმების თქმით, სერ ალექსს გამოჯანმრთელების ხანგრძლივი პროცესი ელის, თუმცა, გამოკეთების ადრეული ნიშნები (გონზე მოსვლა და საუბარი) მის გულშემატკივართა არმიისთვის ნამდვილად ამაღელვებელია.