სომხეთში პრემიერ-მინისტრად ოპოზიციისა და ფრაქცია ელკის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი აირჩიეს. ეროვნულ კრებაში მომხრე იყო 59, ხოლო წინააღმდეგი 42 დეპუტატი.

პაშინიანს მხარიდ დაუჭირეს ელკმა, ცარუკიანმა, დაშნაკცუტიუნმა და მმართველი რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე დეპუტატმა.

მმართველი პარტიის წევრმა გევორკ კოსტანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაშინიანის არჩევით სომხეთს "უმცირესობის მთავრობა" ეყოლება, როდესაც პარლამენტში უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს.

კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრად არჩევიდან ხუთ დღეში პრეზიდენტის ვიცე-პრემიერებისა და მინისტრების კანდიდატურები უნდა წარედგინოს, ხოლო 15 დღის განმავლობაში მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს.

პირველ მაისს, პაშინიანმა ხმების საჭირო რაოდენობა, 53, ვერ მიიღო და 8 მაისს განმეორებითი არჩევნები ჩაინიშნა. მმართველმა პარტიამ მაშინ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერდა მხარს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 23 აპრილს, 11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი გახდა.

გაიგეთ მეტი: