გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 8 მაისს, დღის ბოლოდან 10 მაისამდე გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი.

უწყების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.