უძილობა ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა, რომლის წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას. როგორც წესი, შფოთვა, გაღიზიანება და ნევროზი მისი გამომწვევი მთავარი მიზეზებია ხოლმე.

გაინტერესებთ თუ რა შუაშია ამ ყველაფერთან ჯანსაღი და ამავდროულად სწორი კვება? მაშინ ყველაზე საინტერესო ჯერ კიდევ წინ გაქვთ.

გაგიკვირდებათ და თქვენი უძილობის მიზეზი, არა მხოლოდ რომელიმე ფორმის ფსიქიკური აშლილობა ან გაღიზიანება, არამედ, უბრალოდ არასწორად შერჩეული ვახშამი შეიძლება იყოს და თუ ასე გააგრძელებთ, დაძინებამდე ცხვრების დათვლას ვერც ვერასდროს შეწყვეტთ.

სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ 7 საჭმელს, რომელიც ერთი შეხედვით უვნებელია, მაგრამ ძილის წინ არ უნდა ჭამოთ და აი ისინიც:

1. ხორცი

ფოტო: NIH

დიდი და წვნიანი სტეიკი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება, მაგრამ ძილის წინ საჭმელად საუკეთესო არჩევანი ნამდვილად არ არის. მეტიც, ისეთი მძიმე საკვები, როგორიც ხორცია, ორგანიზმში აქტიური საკვების გადამუშავების დაწყებას პროვოცირებს, რის ფონზე დაძინებაც საკმაოდ რთული ხდება.

2. ბოსტნეული

ფოტო: Rabbits Life

დიახ, პომიდორი, კიტრი, კომბოსტო თუ სტაფილო ძალიან სასარგებლო საკვებია, მაგრამ არა ძილის წინ. ბოსტნეული ყველაზე დიდი რაოდენობით ბოჭკოებს შეიცავს, რაც მართალია კუჭ-ნაწლავის პრობლემებს აგვარებს და საკვების მონელებას ამარტივებს, მაგრამ გააქტიურებული კუჭით, მშვიდი ძილის საშუალება არასდროს მოგეცემათ.

3. კარტოფილის ჩიფსები

ფოტო: Bon Appetit

იყიდი ჩიფსებს, გახსნი, შეჭამ და დაუოკებელი შიმშილის გრძნობაც უკვალოდ ქრება, მაგრამ ძილი? სამწუხაროდ, კარტოფილის ჩიფსი ან სხვა ნებისმიერი მსგავსი გადამუშავებული პროდუქტი, შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ძილის დარღვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს.

4. მაკარონი

ფოტო: Pasta

როდესაც გშია, მიირთვით მაკარონი, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და რაც მთავარია ნოყიერი საკვებია, მაგრამ არა ძილის წინ. გარდა იმისა, რომ დაძინებამდე მაკარონის ჭამა საკმაოდ დაგამძიმებთ, ის წონაში მომატების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

5. პიცა

ფოტო: nohopizza

მაცივარში თუ რამდენიმე ნაჭერი პიცა გაქვთ, აუცილებლად მოითმინეთ და მომდევნო დღეს, მაგალითად ლანჩზე მიირთვით. ღამის საათებში სხვადასხვა ნოყიერი პროდუქტებით მომზადებული პიცა, წონის მომატებისა და გულის პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს, რაც თქვენს ძილზე პირდაპირ და თან უარყოფითად აისახება.

6. სიმინდის ფანტელები

ფოტო: Food Business News

სიმინდის ფანტელები დილით მიირთვით და ენერგიული დღე გარანტირებული გექნებათ, მაგრამ ამ საკვების დაძინებამდე ჭამით ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებთ, რადგან როგორც წესი სიმინდის ფანტელები დიდი რაოდენობით შაქარსა და ნახშირწყლებს შეიცავს, რაც დასვენების შესაძლებლობას არ მოგცემთ.

7. შოკოლადი

ფოტო: US News & World Report

გაგიკვირდებათ და არსებობენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ შოკოლადი კოფეინს შეიცავს. დაძინებამდე შოკოლადის ჭამა კი თითქმის იგივეა, რომ ადგეთ და ჭიქა ყავა დალიოთ.

საკვები, რომელიც დაძინებამდე თავისუფლად შეგვიძლია მივირთვათ

ფოტო: Tastessence

აკრძალული საჭმელების პარალელურად არსებობს ისეთი საკვები პროდუქტებიც, რომელიც დაძინებამდე თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ. მაგალითად თბილი რძე, რომელიც დიდი რაოდენობით ტრიპტოფანს შეიცავს და დაძინებაში ხელს გვიწყობს. ეს სასარგებლო ნივთიერება სხვა ყოველდღიურ პროდუქტებში, მარცვლელულში, თაფლში, კვერცხსა და ბანანშიც კი გვხვდება.