სერიალი მხევლის წიგნი Hulu-ს მეგაპოპულარული და რეიტინგული სერიალია, რომელიც მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვი არის გადაღებული.

მხევლის წიგნში დისტოპიური სამყაროა აღწერილი: ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არსებობს, ძალაუფლება მთლიანად რელიგიური მამაკაცების ხელში აღმოჩნდა და დამყარდა ქრისტიანობის სახელით შენიღბული დიქტატურა.

რელიგიური მოტივებით, ქალებს წაერთვათ საკუთრების ფლობისა და საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლება. ახლა ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მთლიანად კაცებისა და ქვეყნის საჭიროებებს ემსახურებიან.

ეტვუდის რომანი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ, ხოლო რელიგიას საშიშ იარაღად აქცევენ.

რაც მთავარია, წიგნი ერთ თავზარდამცემ სიმართლესაც გვიმხელს, ეტვუდი სარკეში გვახედებს და გვეუბნება, რომ თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ახალ ამბებში მოსმენილი და ნანახი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ეს ააღელვებს.

ნახეთ, როგორ გამოიყურებიან The Handmaid’s Tale-ის მსახიობები რეალურ ცხოვრებაში:

ელიზაბეტ მოსი

ალექსის ბლიდელი

სამირა უაილი

მედელინ ბრეუერი

ენ დოუდი

მაქს მინგელა

ივონ სტრაჰოვსკი

ჯოზეფ ფაინსი

ამანდა ბრიუგელი

ევერ ქერადაინი

ნინა კირი

მარისა ტომეი