პაშა ბანკი Caspian Energy Forum Tbilisi 2018-ის სპონსორია. ღონისძიება 2018 წლის 8 მაისს სასტუმრო რედისონში გაიმართება.

პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, არდა არკუნმა ხაზი გაუსვა Caspian Energy Forum-ის მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის კომფორტულ საკომუნიკაციო პლატფორმას.

Caspian Energy Forum-ის ჩატარება თბილისში ხელს შეუწყობს აზერბაიჯან-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას, ბიზნეს და სამთავრობო სექტორებს შორის დიალოგს, ახალი კონტაქტების დამყარებას და ინოვაციური პროექტების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ აღნიშნული ფორუმი უკვე მეორეჯერ ტარდება საქართველოში და პაშა ბანკს მიეცა საშუალება, ამჯერადაც იყოს მისი მხარდამჭერი - აღნიშნა არდა არკუნმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

ტელმან ალიევმა, ფორუმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა პაშა ბანკს პარტნიორობისთვის: "მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი უკვე მეორედ არის Caspian Energy Forum-ის სპონსორი, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას".

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

Caspian Energy Forum Tbilisi-ის გახსნას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სამთავრობო კაბინეტის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები.

Caspian Energy Forum წელიწადში რამდენჯერმე ტარდება კასპია-შავი ზღვის და ბალტიის ქვეყნებში და წარმოადგენს კომფორტულ სივრცეს დიალოგისთვის ბიზნეს და სამთავრობო სექტორებს შორის. მას ასევე ესწრებიან რეგიონში ბიზნესის და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორები, ექსპერტები და ანალიტიკოსები. ფორუმს 500 დელეგატამდე დაესწრება, მათ შორის საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო და ბიზნესსექტორებიდან, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები.

გაეცანით ფორუმის სპიკერებსა და განრიგს.