GDI: საქართველოში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის არავინ დასჯილა
საქართველოში დღემდე სიძულვილის ენის გამოყენებისთვის არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა - ამ დასკვნამდე მივიდნენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატოვის მკვლევარები, რომლებმაც დღეს შესაბამისი კვლევა გამოაქვეყნეს.
პროექტ "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამის ფაგლებში, საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, კვლევა "სიძულვილის ენის გახმოვანება", საქართველოს დემოკრატიულმა ინიიატივამ (GDI) მოამზადა.
კვლევაში ნაჩვენებია საჯარო მოხელეების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების კონკრეტული შემთხვევები:
- პარტია სახალხო კრების წარმომადგენელი ელიზბარ ჯაველიძე იმ პირთა წინააღმდეგ გამოდის, ვინც მისი აზრით ქართული ეკლესიის წინააღმდეგ გამოდის: "ყველანი უნდა გააშიშვლო და წკეპლა მანამდე ურტყა, სანამ გონს არ მოვლენ".
- საქართველოს იუსტიიცის მინიტრმა თეა წულუკიანმა 2015 წლის 18 თებერვალს გადაცემა ქრონიკაში საუბრისას ქსენოფობიური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოხატა კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისადმი.
- სოსო ჯაჭვლიანი ("ქართული ოცნება") ქართველი მწერლების მიმართ - "ეს (ლაშა ბუღაძე) წმინდანის გამათახსირებელი არარაობა... ეს ნაძირლები სწორედ ქართული სიწმინდეების, სულიერების, მართლმადიდებლობის, დედაეკლესიის გათახსირებაში იღებენ ფულს! ესენი არიან ალენ დალესის იდეოლოგიური ნაბიჭვრები და მისი უბინძურესი დოქტრინის აღმასრულებლნი!"
- საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად გამოიყენა, როდესაც განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ქართველი ხალხი "დაუნებს" შეადარა. მის მიმართ კრიტიკის შემდეგ კი განაცახადა - "დაუნს ვიტყვი თუ დებილს ვიტყვი, ამაში დიდი სხვაობა არ არის".
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გადაცემა 20/30-ში საუბრისას დისკრიმინაციული ტერმინი "მამათმავლები" გამოიყენა.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და სხვადასხვა ტრუქრტურის შიდა რეგულაციების მიხედვით სიძულვილის ენის გამოყენება იკრძალება. ასეთებია:
- 2006 წლის საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლი;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიის 2013 წლის ბრძანებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსი;
- 2015 წლის 25 თებერვალს პერსონალურ მონაცემთა დასცის ინსპექტორის ბრძანებით დამტკიცებული ეთიკის კოდექსი;
- 2014 წლის ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მომსახურეთა ეთიკის კოდექსის მე6 მუხლი;
- საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ეთიკის ორი კონექსი: მასწავლებელთა და დირექტორთა;
- 2013 წლის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთიკის კოდექსი;
- 2013 წლის საქართველოს სდსს თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის მე3 მუხლი;
- აღსრულების ეროვნული ბიუროს შინაგანაწესის მე-5 მუხლი;
- 2011 წლის მანდატურთა ეთიკის კოდექსი;
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, ის ახლა ეთიკის ახალი კოდექსის დამუშავების პროცესშია. ამ ეტაპზე 2004 წლის კოდექსი გაუქმებულია;
GDI-ის ცნობით, სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშში სიძულვილის ენის გამოყენების მხოლოდ ერთი ფაქტია მოსენებული. საქმე ეხება ორგანიზაცია "იდენტობის" განცხადებს, რომელშიც განმცხადებელი ორგანიზაცია მიუთითებს, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბრეგაძის მიერ კვირის პალიტრაში გამოქვეყნებული ინტერვიუ წარმოადგენდა იდენტობის აღმსრულებელი დირექტორის პატივისა და ღირსების შეურაცხყოფას.
კვლევის პრეზენტაციაზე იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო კვლევაში სპეციალურად არაა ჩაწერილი, უნდა დადგეს, თუ არა საჯაროს მოხელის პასუხიმგებლობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მან მსგავსი განცხადება სამსახურს გარეთ გააკეთა:
"ჩემი მიდგომა ამ საკითხის მიმართ ცოტა რადიკალურია, რადგან მიმაჩნია, რომ პირი სიძულვილის ენის სამსახურს გარეთ გამოყენებისთვისაც უნდა ისჯებოდეს".
ასევე, კვლევა მოიცავს სხვა დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკასა და გამოცდილების აღწერას.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები