მარველის Avengers: Infinity War რეკორდსმენია. ფილმმა, პრემიერიდან 11 დღის შემდეგ, კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვა.

აქამდე ეს რეკორდი ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძებას ეკუთვნოდა, რომელმაც მილიარდი დოლარის დაგროვება 12 დღეში შეძლო.

ამავე სიაშია მარველის Black Panther, რომელმაც 26 დღეში მოახერხა მილიარდიანი შემოსავლის დაგროვება.

რაც შეეხება სხვა რეკორდსმენებს, ამ ეტაპზე პირველ ადგილს კვლავ ავატარი იკავებს, რომელმაც საერთო ჯამში გაქირავებიდან $2.788 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო.