თუ თქვენ ადამიანების იმ ნაწილს მიეკუთვნებით, ვისაც 80-იანი წლების ბლოკბასტერი, რემბო უყვარს, მაშინ გეტყვით, რომ სულ მალე მისი კიდევ ერთი ნაწილის ხილვა შეგეძლებათ.

მსახიობმა სილვესტერ სტალონემ თქვა, რომ ის მზად არის ცნობილი ფილმის მეხუთე ნაწილი გადაიღოს. როგორ ცნობილია ამ ეტაპზე სტალონე სცენარს ეცნობა, რომლის სიუჟეტიც მექსიკაში ვითარდება.

რემბოს პირველი ნაწილი 1982 წელს გამოვიდა, ამ ეტაპზე ბოლო, მეოთხე კი 2008 წელს.