ჰავაის კუნძულზე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა. ლავამ 30-მდე სახლი გაანადგურა, ხოლო ორი ათასამდე ადამიანი ევაკუირებულია. კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და ბოლო 35 წლის განმავლობაში მუდამ იფრქვევა.

პარასკევს, 4 მაისს, კუნძულზე ბოლო 40 წლის განმავლობაში ყევლაზე ძლიერი 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო. გარდა ამისა, დასახლებულ ფუნქტებში ნაპრალები ჩნდება, საიდანაც ლავა გადმოდის.

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჰაერში გოგირდის დიოქსიდის მაღალი შემცველობაა, რაც შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში გახდეს.

ფოტო: AP