განახლება: მსოფლიო რბენის ორგანიზატორი: ტერიტორიის დასუფთავება უკვე დავიწყეთ

Wings for Life World Run - ის ერთ-ერთმა მონაწილემ დეა სანაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიო რბენის მონაწილეების მიერ ბოთლებით, ერთჯერადი ჭიქებითა და საჭმლის ნარჩენებით დაბინძურებული გარემო ჩანს.

დეა სანაძის თქმით, გარშემო საკმაოდ ბევრი ურნა იყო, სადაც ნარჩენების მოთავსება შეიძლებოდა, თუმცა მონაწილეები ნაგავს მაინც ბუნებაში ყრიდნენ.

ექვს მაისს კახეთში მსოფლიო რბენა გაიმართა, რომელში მონაწილეობის მისაღებად 7 000 მონაწილე დარეგისტრირდა.

ფოტო: დეა სანაძე

ფოტო: დეა სანაძე

ფოტო: დეა სანაძე

ფოტო: დეა სანაძე

ფოტო: დეა სანაძე