საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბი საქართველოში, დიღმის იზოლატორთან მშვიდობიან აქციას მართავს მოთხოვნით: აყურებინეთ იაგოს კლასიკო!

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე

აქციის ორგანიზატორების თქმით, კვირას სუპერკლასიკოა. ბარსელონას ფანკლუბის მეგობარი და "ბარსას თავგადაკლული გულშემატკივარი იაგო ხვიჩია კი 10 დღითაა დაპატიმრებული".

"მივცეთ იაგოს უფლება, უყუროს სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩს, მისი საყვარელი ფეხბურთელის ანდრეს ინიესტას უკანასკნელ კლასიკოს", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე

On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ აქციას გირჩის წევრებიც შეუერთდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 მაისს ზურაბ ჯაფარიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო მის თანაგუნდელებს, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილს, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.