ლიბანში, თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, პირველი საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბოლო არჩევნები ლიბანში 2009 წელს ჩატარდა. მომდევნო არჩევნები ოთხ წელში უნდა ჩანიშნულიყო, თუმცა პარლამენტმა, მეზობელ სირიასთან არასტაბილური ურთიერთობის მიზეზით, თავისი უფლებამოსილების ვადა ორჯერ გაახანგრძლივა და ქვეყნის საარჩევნო სისტემა შეცვალა.

შეცვლილი საარჩევნო სისტემით, საარჩევნო ოლქების რაოდენობა შემცირდა და სამშობლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ხმის უფლება მიეცათ.

არჩევნებში ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 19:00-მდე გაგრძელდება. ოფიციალური შედეგები ორშაბათს ან სამშაბათს გახდება ცნობილი, თუმცა საარჩევნო კვლევების დეტალები კვირა საღამოს იქნება ცნობილი.