მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მთავარი მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის მდგომარეობა მძიმეა.

დანკასტერის მწვრთნელი დარენ ფერგიუსონი, რომელიც სერ ალექსის შვილია, ლიგის უკანასკნელ შეხვედრას არ დაესწრო და ამის მიზეზად "ოჯახური პრობლემა" დაასახელა.

როგორც გაირკვა, ეს პრობლემა "წითელი ეშმაკების" ყოფილი თავკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავის ტვინში სისხლდენა ჰქონდა.

ფერგიუსონს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება.