ამერიკელი მოდელი კენდალ ჯენერი Snapchat-ის ფილტრით.

ფოტო: Kendall Jenner / Instagram

ამერიკელმა სამართალდამცავებმა როლანდო კრუზი და მისი ცოლი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მათ თავისი 17 წლის შვილი მონიკა კრუზი გალიაში 3 დღით გამოკეტეს.

კრუზი სამსახურში იყო, როდესაც ფეისბუკზე აღმოაჩინა, რომ მისი 17 წლის შვილი სნაპჩატის ძაღლის ფილტრს იყენებდა და სურათებს სოციალურ ქსელში აქვეყნებდა, სწორედ ეს გახდა მონიკა კრუზის გალიაში ჩაკეტვის მიზეზი.

ნიუ-იორკის გარეუბანში მცხოვრები შვილიშვილი ბებიამ გალიაში ჩაკეტილი მას შემდეგ იპოვა, რაც ის 3 დღის განმავლობაში ზარებს არ პასუხობდა და სახლში მის სანახავად მივიდა. მონიკას მშობლები ამ დროს სამსახურში იყვნენ.

News10Lives-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანი 3 დღის განმავლობაში თავის ოთახში დადგმულ გალიაში იყო, ის წყალს და საჭმელს ძაღლის ლამბაქიდან იღებდა. ამ პერიოდის განმავლობაში, მას მშობლები გალიის დატოვების და აბაზანაში გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

"მეგობრებთან ერთად მაღაზიიდან დავბრუნდი, როდესაც ეს სიგიჟე დაიწყო. დედა სავარძელში იჯდა და ტიროდა, მამა კი ჩემს ოთახში იყო. დედამ მითხრა, რომ ჩემთვის ილოცებდა, ამის შემდეგ კი არ მახსოვს როგორ, მაგრამ გალიაში აღმოვჩნდი, როგორც ძაღლი. ვერ ვიჯერებ, რომ მშობლებმა ასეთი რამ გამიკეთეს სნაპჩატის ფოტოების გამო" - უთხრა მონიკამ პოლიციას.

მისტერ და მისის კრუზები არასრულწლოვანის უფლებების უგულებელყოფისა და მისი საფრთხეში ჩაგდების გამო დააპატიმრეს. დაკავებისას როლანდო კრუზმა პოლიციას უთხრა, რომ მის შვილს უნდოდა ყოფილიყო ძაღლი და ამიტომ მას ისე მოექცა, როგორც ცხოველებს ექცევიან.

მონიკა კრუზზე მეურვეობა მის ბებიას დააკისრეს.

შენიშვნა: სურათზე გამოსახული გოგო მონიკა კრუზი არ არის.