სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე კიბერ თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპიუტერულმა ვირუსმა სააგენტოში დაცული მონაცემთა ბაზები, პროგრამები და ელექტრონული მისამართები დააზიანა.

"თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად, სააგენტოსთან ერთად ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ავიაკომპანიებისა და საავიაციო საწარმოებისთვის, ოპერატორებისთვის და ავიასპეციალისტებისთვის ამჟამად მუშაობს შემდეგი ელ. მისამართები: [email protected]; [email protected]; [email protected]; [email protected]; [email protected]", - ნათქვამია განცხადებაში.

კურიერის ინფორმაციით, წაშლილია მონაცემთა მთელი ბაზა. ამ დროისათვის ბლოკირებულია სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ვებგვერდი და ის ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომი არ არის.

On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება.