ქუთაისის ერთ-ერთ კაფეში თამბაქოს შენობაში მოწევის ბრალდებით ერთი მოქალაქე დააჯარიმეს, ორი კი - პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. შემთხვევა გუშინ, 4 მაისს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ადგილზე მისულმა შსს-ს თანამშრომლებმა მათ მოუწოდეს შეეწყვიტათ მოწევა, ერთ-ერთი მათგანი დაემორჩილა ორი კი - არა.

ორივე მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, კაფის მეპატრონეს არ ჰქონდა თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები განთავსებული შენობაში, შესაბამისად, ისიც დააჯარიმეს.

პირველი მაისიდან საქართველოში, თითქმის, ყველა დაწესებულებაში მოწევა იკრძალება. შეზღუდვა ეხება რესტორნებს, ბარებს, კაფეებსა და კლუბებს.

ამავე თემაზე: