კახეთში მდებარე ქვემო ბოდბეში ჰოსტელი მდებარეობს და, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ამ მხარეში სახლში დიდი მარანია მოწყობილი.

თუმცა ეს ჰოსტელი გამორჩეული იმითია, რომ ეზოში სიცხეში გასულს, მისი ჩამოსხმა არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ონკანიდან შეგიძლიათ.

ვიდეოს ჰოსტელის გვერდი აქვეყნებს. მას უკვე 78 000-ზე მეტი ნახვა და 1 600 გაზიარება აქვს.

შემდეგი რა იქნება? თონე, რომლიდანაც მუდმივად ამოდის ცხელ-ცხელი შოთები?