არიანა გრანდე ჯიმი ფელონის შოუს სტუმარი გახლდათ. წამყვანი და მომღერალი ერთმანეთს ცნობილი სიმღერების სხვადასხვა ჟანრში შესრულებაში შეეჯიბრნენ.

მიუხედავად ფალონის დიდი მონდომებისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არიანამ კენდრიკ ლამარის HUMBLE-ის ევანესენსის სტილში შესრულების შემდეგ მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა. არიანამ დრეიკის God’s Plan-იც შეასრულა 90-იანი წლების პოპ-დივას სტილში.

არიანამ ასევე ცოცხლად პირველად შეასრულა თავისი ახალი სიმღერა No Tears Left To Cry.