The Darkest Minds-ის მსახიობი, ჰარის დიკინსონი მალეფისენტის მეორე ნაწილში პრინცი ფილიპის როლს შეასრულებს.

დიკინსონი ამ როლზე ბრენტონ ტუეიტესს შეცვლის, რომელიც ფილმის პირველ ნაწილში სწორედ ფილიპის პერსონაჟს თამაშობდა.

დიკინსონის გარდა, ცნობილია ისიც, რომ მალეფისენტის ჯგუფს მსახიობი მიშელ პფაიფერიც შეურთდა.

მთავარ როლებს ფილმის მეორე ნაწილში კვლავ ანჯელინა ჯოლი და ელ ფენინგი შეასრულებენ.

მალეფისენტის პირველი ნაწილი ეკრანზე 2014 წელს გამოვიდა და წლის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი გახდა, ფილმმა შემოსავლის სახლით $700 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა.