ფეისბუქის სკანდალის შემდეგ კომპანია Cambridge Analytica-მ განაცხადა, რომ საქმიანობას წყვეტს. როგორც კომპანიის ვებგვერდზე წერია, ისინი გაკოტრდნენ:

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანია Cambridge Analytica უსაფუძვლო ბრალდებების მსხვერპლი გახდა. ამის გამოსწორების მცდელობების მიუხედავად, ის გააკრიტიკეს თავისი საქმიანობის გამო, რომელიც არამხოლოდ კანონიერი, არამედ პოლიტიკურ და კომერციულ სფეროებში მიჩნეულია, როგორც ონლაინრეკლამის სტანდარტული კომპონენტი".

2018 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Cambridge Analytica პოლიტიკური რეკლამისთვის ფეისბუქის მომხმარებლების პირად ინფორმაციას აგროვებდა. როგორც შემდეგ გაირკვა, კომპანიამ 87 მილიონი ადამიანის პირად მონაცემები შეაგროვა.

ფეისბუქმა ინფორმაციის გაჟონვა აღიარა და განაცხადა, რომ კომპანია სოციალური ქსელის მასშტაბურ რეორგანიზაცია იწყებდა, რაც ძირითადად ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვას ეხება.

გაიგეთ მეტი: