საქართველოში თანამედროვე მწერლები, ვლადიმირ სოროკინი და ბერნარ ლ. მორი ჩამოვლენ
გამომცემლობა ინტელექტისა და გამომცემლობა არტანუჯის მოწვევითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და ნორვეგიული ორგანიზაცია ნორლას მხარდაჭერით, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, თბილისს თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი რუსი მწერალი და დრამატურგი ვლადიმირ სოროკინი და ნორვეგიელი მწერალი, ჟურნალისტი ბერნარ ლ. მორი ეწვევიან. ისინი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგებიან.
ვლადიმირ სოროკინი არაერთი რომანისა თუ პიესის ავტორია, მიღებული აქვს უმნიშვნელოვანესი ნაციონალური თუ საერთაშორისო ლიტერატურული პრემიები. მისი წიგნები, რომლებიც ამჟამად ათეულობით ენაზეა თარგმნილი, იკრძალებოდა საბჭოთა პერიოდში და რუსეთში პირველად მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა. 2002 წელს ვლადიმირ სოროკინი ხელმეორედ გახდა ცენზურის მსხვერპლი, როდესაც ვლადიმერ პუტინთან ასოცირებულმა ახალგაზრდულმა მოძრაობამ მის წინააღმდეგ დიდი კამპანია წამოიწყო და ე. წ. პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაციების წევრებმა მისი წიგნები რუსეთში საჯაროდ დაწვეს. მწერლის ვიზიტთან დაკავშირებით გამომცემლობა ინტელექტი გამოსცემს მის ბოლო წიგნს ქარბუქი (მთარგმნელი სერგო წურწუმია), რომლის წარდგენაც 30 მაისს, 19:00-ზე საქართველოს მწერალთა სახლში შედგება. 31 მაისს, 14:30-ზე კი რუსი მწერალი თავის მკითხველს ახალ რომანს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სცენაზე წარუდგენს. ორივე ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ნორვეგიელი მწერლის, ბერნარ მორის საქართველოში ვიზიტს გამომცემლობა არტანუჯმა მისი დოკუმენტური რომანის რატომ ირჩევენ რუსები პუტინს (მთარგმნელი თამარ კვიჟინაძე) გამოცემა დაამთხვია. 2006 წელს ბერნარ მორი, იმ დროისთვის ჟურნალისტის ამპლუაში, რუსეთში ორი წლით გადავიდა საცხოვრებლად და ადგილობრივ გაზეთში დაიწყო მუშაობა. მაშინ ჯერ კიდევ ბევრს სწამდა, რომ რუსეთის დემოკრატიული განვითარება შესაძლებელი და მოსალოდნელიც კი იყო. პირველი სტუმრობიდან ათი წლის თავზე, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ბერნარ მორი ისევ დაბრუნდა რუსეთში, ამჯერად იმისთვის, რომ მიეღო პასუხები უმთავრეს შეკითხვებზე: რატომ ირჩევენ რუსები პუტინს? რატომ უჭერენ მხარს სისტემას, რომელიც დასავლური თვალით ძალიან ჰგავს მუდმივად მზარდ რეპრესიულ რეჟიმს? ბერნარ მორის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 1 ივნისს, 19:00-ზე ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში (მოდერატორები: ლაშა ბაქრაძე და ზვიად კვარაცხელია), მასთან შეხვედრის საშუალება მკითხველს იმავე დღეს, 14:00-ზე „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარ სცენაზეც მიეცემა. ორივე ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები