როდრიგო კოქსას შეუძლია სიამაყით თქვას, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალღის დამორჩილება შეძლო.

38 წლის სპორტსმენმა პორტუგალიაში 24,38 მეტრი სიმაღლის ტალღაზე თავისი სერფინგის დაფით გაცურა და მსოფლიო რეკორდი მოხსნა.

როდრიგომ ტალღაზე 2017 წლის 8 ნოემბერს გაცურა, თუმცა ის რეკორდსმენად 28 აპრილს, კალიფორნიაში სერფინგის მსოფლიო ლიგამ აღიარა.