ჯესიკა ჩესტეინი, მარიონ კოტიარი, პენელოპე კრუზი, ფან ბინგბინგი და ლუპიტა ნიონგო - ეს ხუთი არაჩვეულებრივი ქალი სულ მალე ახალ ტრილერში, 355, გამოჩნდება, რომელიც ჯაშუში ქალების შესახებ იქნება.

კინოსურათის შესახებ დეტალები გახმაურებული არ არის, თუმცა როგორც ცნობილია ის გლობალური ჯაშუშური ქსელის შესახებ იქნება. ქალი აგენტები შეეცდებიან მსოფლიოში ქაოსის გამეფებას შეუშალონ ხელი.

"ძალიან დინამიური და საინტერესო სცენარია, მიხარია რომ მალე ისეთ ფილმში ვითამაშებ როგორიც 355-ია", - ამბობს ჩესტეინი.

ფილმის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.