საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აშშ-ის საავიაციო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ყველა ავიარეისი აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის აკრძალოს. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის აკრძალვა მოიცავს თურქეთიდან და მის მიმართულებით მფრენ კომერციულ და კერძო საჰაერო ხომალდებს, ასევე ტრანზიტული ავიარეისებს მესამე ქვეყნის გავლით, თურქეთიდან ამერიკის მიმართულებით:

"ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვა, თუმცა აშშ საავიაციო ხელისუფლების განცხადებით ისინი აკვირდებიან მოვლენებს სხვა უწყებებთან ერთად და განვითარებული მოვლენების მიხედვით მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს".

უწყების ცნობით, მგზავრებმა, რომელთაც შეეხოთ აღნიშნული გადაწყვეტილება, უნდა მიმართონ შესაბამის ავიაკომპანიას, რომლებიც ცდილობენ მგზავრების გადამისამართებას ალტერნატიულ მარშრუტებზე.