პრემენსტრუალური სინდრომი [პმს] ფიზიკური და ემოციური სიმპტომების ერთობლიობაა, რომელიც, მენსტრუაციის მოსვლამდე 1-2 კვირით ადრე, გოგოების დიდი ნაწილის ცხოვრებას საგრძნობლად ართულებს.

სიმპტომები დაახლოებით 6 დღე გრძელდება და მასში შედის გამონაყარი, მუცლის შებერილობა, დაღლილობის შეგრძნება, გაღიზიანება, აგრესიულობა და ათასი სხვა უბედურება, რომელშიც ჰორმონები მთავარი დამნაშავეები არიან.

On.ge-ს მკითხველი უკვე იცნობს სიეტლში მოღვაწე თვითნასწავლ ილუსტრატორ ოუნგ ჩინს. ის პმს-ის შესახებ მარტივი და სახალისო კომიქსებით გვიყვება. მხატვრის სხვა ნამუშევრების დათვალიერება ფეისბუქზე შეგიძლიათ, მისი ფსევდონიმია Messy Cow.

1. როცა საყვარელი ჯინსები აღარ გეტევა

2. როცა შოკოლადი მასლოუს პირამიდის ნაწილი ხდება

3. როცა ძილის წინ გახსენდება ყველა სამარცხვინო შემთხვევა, რომლის მონაწილეც ყოფილხარ

4. როცა გაღვიძებიდან 3 საათი იკრებ ძალას ფეხზე წამოსადგომად

5. როცა შენი ჰორმონები ყირაზე გადადიან

6. როცა ჩხუბის მერე ხვდები, რომ ასე არ უნდა აფეთქებულიყავი

გადაავლეთ თვალი სხვა კომიქსებს: