საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ გადაიფიქრა და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში რჩება. განახლებული პოლიტსაბჭოს წევრების სია თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააჟღერა.

პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის საბჭოს დატოვებდა. როგორც საბჭოს ყოფილმა წევრმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგანელიძე საბჭოში დარჩენილიყო.

მამუკა მდინარაძის თქმით, საგანელიძის საქმიანობა კანონს არ ეწინააღმდეგება და ამიტომაც, საბჭოში მისი დარჩენა გადაწყდა.