დიანა ანფიმიადის "წინასწარმეტყველება მურაბით" ავსტრიული კულინარიული წიგნების კონკურსის, Prix Prato 2018-ის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

კონკურსი 2011 წლიდან იმართება და ცნობილი კულინარიული ავტორის, კატერინა პრატოს სახელს ატარებს, რომელიც XIX/XX საუკუნებში მოღვაწეობდა.

დიანა ანფიმიადის "წინასწარმეტყველება მურაბით" მთავარი კონცეპტის გარშემო ტრიალებს - ეს არის გემო, მახსოვრობა და ლიტერატურა. ავტობიოგრაფიული მომენტები, ისტორიული პროზა, მსოფლიო ლიტერატურის შედევრების კულინარიული შეფერილობა, სოციალური თუ პოლიტიკური თემატიკა, ლიტერატურული კრიტიკა, ლინგვისტური ძიებები შეზავებულია კულინარიულ რეცეპტებთან, რომელთაგანაც ბევრი საუკუნეების წიაღში ჩაკარგულია და ხელახალ წაკითხვასა და მომზადებას საჭიროებს.

წიგნი 2016 წელს, გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში" გამოსცა.