LIVE: გადადგეს სოფო კილაძე - ლგბტ აქტივისტებმა კომიტეტის სხდომაზე პლაკატები გაშალეს
თანასწორობის მოძრაობის აქტივისტებმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პლაკატები გაშალეს. მათ კითხვით მიმართეს კომიტეტის თავმჯდომარეს და მოითხოვეს ახსნა მიაჩნია თუ არა კომიტეტს ლგბტ პირთა უფლებები ადამიანის უფლებებად.
ამ ქმედებას კომიტეტის წევრებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. აქტივისტები კომიტეტის სოფო კილაძის გადადგომას ითხოვენ. კომიტეტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.
დეპუტატებმა მოითხოვეს, რომ აქტივისტებს დარბაზი დაეტოვებინათ და ამისთვის მანდატურის სამსახურსაც მიმართეს. თანასწორობის მოძრაობის წევრებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
აქტივისტებმა კილაძისგან მოითხოვეს აეხსნა, რატომ აღარ აპირებს კომიტეტი 17 მაისის აღნიშვნას, როცა ეს გრძელვადიან გეგმაში ჰქონდათ გაწერილი.
"ლგბტ ადამიანების უფლებები არის თუ არა ადამიანის უფლებების სფეროს ნაწილი? ამ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ დიდ ძალადობასთან და აგრესიასთან გამკლავება. ადამიანებს კლავენ თავიანთი სექსუალური იდენტობის გამო. ამის ფონზე თვლით თუ არა, რომ უმნიშვნელოა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე?" - განაცხადა ანა სუბელიანმა.
გუშინ, 30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი 17 მაისის, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღარ აღნიშნავს. თუმცა ეს კომიტეტის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაშია ჩაწერილი.
"ჩვენი ნებაა, გვინდა, აღვნიშნავთ, გვინდა - არა", - განუცხადა ლიბერალის ჟურნალისტს სოფო კილაძემ.
კილაძის განცხადების საპასუხოდ თანასწორობის მოძრაობამ პარლამენტთან აქცია მოაწყო და კილაძის გადადგომა მოითხოვა.
სოფო კილაძემ განაცხადა, რომ მას 17 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით ჰომოფობიური განცხადება არ გაუვრცელებია.
მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს აზრი და გამოხატოს საკუთარი აზრი და ყველა ადამიანი დაცულია კანონით და კონსტიტუციით.
"ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ თითოეული ადამიანი, არანაირი ჰომოფობიური განცხადება არ გაკეთებულა. დემონსტრაციის გამართვის უფლება ყველას აქვს", - განაცხადა სოფიო კილაძემ.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები