სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯეი ინის განცხადებით, კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვულ განიარაღებასა და ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნობელის პრემია უნდა მიიღოს.

როგორც Reuters წერს, სამხრეთ კორეის ყოფილმა პირველმა ლედიმ მუნ ჯეი ინს უთხრა, რომ ის ნობელის პრემიის მიღებას იმსახურებს, რაზეც მუნმა უპასუხა, რომ პრემია დონალდ ტრამპს ეკუთვნის.

"ნობელის პრემია დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვსურს", - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

27 აპრილს, კორეის ნახევარკუნძულისთვის ისტორიული დღე იყო. ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ და სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე სამიტი გამართეს.

1953 წლის შემდეგ ის იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე გადავიდა.

ორივე კორეის ლიდერები ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმდნენ. მათ, ასევე, პირობა დაადეს, რომ კორეის ომი მიმდინარე წელს დასრულდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ის უახლოეს სამ-ოთხ კვირაში შეხვდება.

გაიგეთ მეტი: