Facebook-ის გარდა, მომხმარებლების ინფორმაციაზე წვდომა კემბრიჯ ანალიტიკას ტვიტერმაც მისცა
ფეისბუქისა და კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის შემდეგ, ფეისბუქის იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდა, თუმცა ეს სხვა სოციალურ ქსელებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.
Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ტვიტერის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ალექსანდრ კოგანის კომპანიას, GSR-ს, ტვიტერზე განთავსებული საჯარო პოსტების შესწავლის უფლება მიჰყიდა. ალექსანდრ კოგანი იმ აპლიკაციის ავტორია, რომლის საშუალებითაც მან ფეისბუქის მილიონობით მომხმარებლის ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა.
აღმოჩნდა, რომ ამავე კომპანიამ ტვიტერისგან ფულის სანაცვლოდ საჯარო პოსტებზე ერთდღიანი წვდომა იყიდა. გარდა ამისა, ტვიტერი GSR-ს 2014 წლის დეკემბერსა და 2015 წლის აპრილამდე შეგროვებული საჯარო პოსტების ზოგად მიმოხილვასაც აწვდიდა. ტვიტერის განმარტებით, GSR-ს პირად ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია და ამ მხრივ, მომხმარებლების უფლებები დაცული იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტვიტერისგან მიღებული ინფორმაცია, კოგანის ჯგუფს, ფეისბუქისგან მოპოვებული ინფორმაციის მსგავსად არ გამოუყენებია. პერიოდული და ზედაპირული ანალიზი, უფრო მეტად, GSR-ს დროის მოკლე პერიოდში გამოკვეთილი ტრენდების ანალიზში დაეხმარა. ტვიტერის თქმით, საჯარო პოსტები მიზანმიმართული კამპანიის წარმოებისთვის გამოუსადეგარი იყო.
ერთი შეხედვით, ტვიტერის შემთხვევა არ წარმოადგენს პირადი ინფორმაციის გაჟონვის კლასიკურ მაგალითს. ტვიტები და ტვიტერის პროფილები არ მოიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. GSR-ს არ მოუპოვებია ისეთი მონაცემები, რომელსაც განსაკუთრებული მხარდაჭერის გარეშე ვერ მოიპოვებდა. უბრალოდ, ამისთვის უფრო მარტივი გზა შეარჩია, სხვა შემთხვევაში კი, უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ ეს მონაცემები კოგანის გუნდმა ფეისბუქიდან მოპოვებულ ინფორმაციასთან გააერთიანა.
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები