ქაბულში მომხდარი თავდასხმისას 29 ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა.

ქაბულის ცენტრში ორმა თვითმკვლელმა დაახლოებით 20 წუთის ინტერვალით თავი აიფეთქა ჯერ ავღანეთის დაზვერვის სამსახურის, შემდეგ კი ურბანული განვითარების და მშენებლობის სამინისტროს შენობებთან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ისლამურმა სახელმწიფომ.

თავდასხმის გამო რადიო თავისუფლების სამი ჟურნალისტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლების საქართველოს ბიურომ გაავრცელა.

ქაბულის საავადმყოფოში რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ჟურნალისტი, საბავუნ კაკარი გარდაიცვალა, რომელიც მძიმედ დაიჭრა ავღანეთის მშენებლობის სამინისტროსთან 30 აპრილს მომხდარი აფეთქებისას. ადგილზე დაიღუპა რადიო თავისუფლების ორი ჟურნალისტი, აბადულა ჰანანზაი და მოჰარამ დურანი.

დაღუპულია მედიასაშუალებების კიდევ 5 წარმომადგენელი, მათ შორის სააგენტო ფრანს-პრესის ფოტოკორესპონდენტი შახ მარაი.