კლივლენდმა პლეიოფის მეოთხედფინალური სერიის მეშვიდე შეხვედრაში ინდიანა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ნამდვილად არაა უცნაური, რომ ამაში უდიდესი წვლილი ლებრონ ჯეიმსმა შეიტანა, რომლის ანგარიშზეც 45 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა იყო.

"ის გავაკეთე, რაც გუნდის დასახმარებლად იყო საჭირო. ჩემთვის მთავარი კომპონენტი ეფექტურობაა. სერიის მე-6 მატჩის გარდა, რომელშიც 16 სროლიდან მხოლოდ 7 გამოვიყენე, ძირითადად ეფექტური ვიყავი".

"ვცდილობდი დაცვასა და შეტევაში სწორად მემოქმედა და გუნდელებისა და საკუთარი თავის მიმართ ნდობა არ დამეკარგა", - განაცხადა ლებრონმა.

კონფერენციის ნახევარფინალში კლივლენდელები ტორონტო რეპტორსს შეხვდებიან.

"ახლა უბრალოდ გადამწვარი ვარ. ტორონტოსთან შეხვედრაზეც კი არ ვფიქრობ. დაღლილი ვარ და მინდა, რომ სახლში წავიდე".