პროგერიით დაავადებული ბავშვი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებს სამაგალითოდ ატარებს
დღეს ბანგლადეშელ ტაქლიმა ჯაჰან ნიტუზე მოგიყვებით, რომელიც 10 წლის არის და იშვიათი დაავადება, ბავშვთა პროგერია მცირე ასაკში აღმოაჩნდა.
ნიტუს მამა მუშად მუშაობს, დედა დიასახლისია. ოჯახში ის რიგით მეოთხე ბავშვია და სულ სამი და და სამი ძმა ჰყავს.
როდესაც ის 3 თვის იყო, დედამ უეცრად აღმოაჩინა, რომ შვილმა ზრდა შეწყვიტა და სხვა ბავშვებთან შედარებით გაცილებით პატარა ტანი ჰქონდა. გარდა ამისა, ნიტუს თმის ცვენაც დაეწყო. საბოლოოდ დადგინდა, რომ მას იშვიათი დაავადება ბავშვთა პროგერია სჭირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ოჯახისთვის ძალიან შემაძრწუნებელი პროგნოზი გააკეთეს და თქვეს, რომ ბავშვები ამ დიაგნოზით მხოლოდ 13-15 წლამდე ცოცხლობენ, ნიტუსა და მის მშობლებს ფარ-ხმლის დაყრა არც უფიქრიათ.
ნიტუ ძალიან ნიჭიერი, მხიარული და მოსიყვარულე ბავშვია. უყვარს სკოლაში სიარული, სწავლა, ხატვა და თოჯინებით ბავშვებთან ერთად თამაში. მისი საოცრად საინტერესო და აქტიური ცხოვრება კი ნებისმიერი ადამიანისათვის მისაბაძი და სამაგალითო შეიძლება გახდეს.
ნიტუ პროგერიას ძალიან მამაცურად ებრძვის
მას ძალიან უყვარს ხატვა
და გიჟდება მაკიაჟის გაკეთებაზე
მისთვის ტრადიციული აქსესუარების ტარებაც ძალიან მნიშვნელოვანია
უყვარს მეზობელ ბავშვებთან ერთად თამაში
რა თქმა უნდა, გიჟდება საკუთარ და-ძმებზე
ყველაზე დიდ მხარდაჭერასა და სიყვარულს კი დედამისისგან გრძნობს
არა! ბრძოლაში ის მარტო არ არის, რადგან მის უკან უამრავი კარგი და მოსიყვარულე ადამიანია
პროგერია
პროგერია, იგივე ნაადრევი სიბერის სინდრომი, პირველად 100 წლის წინ აღმოაჩინეს. ამ დაავადების მქონე ადამიანები ჩვეულებრივზე 50-ჯერ უფრო სწრაფად ბერდებიან.
არსებობს ორი სახის პროგერია - ბავშვებისა და მოზრდილების. ჩვილ ბავშვებში ის 6-12 თვის ასაკიდან იჩენს თავს, რაც გამოიხატება წონის სწრაფად კლებითა და კანის დანაოჭებით. როგორც წესი, ასეთი ბავშვები 10-15 წლის ასაკში იღუპებიან.
მოზრდილთა პროგერია კი სექსუალური მომწიფების ასაკიდან ვლინდება და სიმპტომები აქაც ანალოგიურად ვითარდება.
-
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
კომენტარები