იტალიელი რეჟისორი, ბერნარდო ბერტოლუჩი, რიდლი სკოტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მხრიდან კევინ სპეისის ფილმიდან, All the Money in the World, ამოჭრა და მისი კრისტოფერ პლამერის ჩანაცვლება დიდი დანაშაულუ იყო.

როგორც ბერტოლუჩი ამბობს, როდესაც ეს ამბავი გაიგო, პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ მიწერა რიდლი სკოტის მემონტაჟს, პიეტრო სკალიას და უტხრა, რომ რიდლი სკოტს უნდა რცხვენოდეს იმის, რაც გააკეთა.

"ვიმედოვნებ, რომ მალე შევძლებ ფილმის გადაღებას და იქ აუცილებლად იქნება კევინ სპეისი", - ამბობს ბერტოლუჩი.

შეგახსენებთ, რომ ლოს-ანჯელესის პროკურატურამ კევინ სპეისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

მას შემდეგ რაც კევინ სპეისი ენტონი რაპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა სპეისის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. ის გაათავისუფლეს Netflix-ის სერიალიდან House of Cards, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა. ამავდროულად საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიამ გააუქმა დაგეგმილი ღონისძიება, რომელზეც კევინ სპეისის საპატიო ემის გადასცემდნენ.

ამერიკის ყველაზე გავლენიანმა სააგენტომ, CAA კევინ სპეისის კონტრაქტი შეუწყვიტა. მსახიობთან თანამშრომლობაზე უარი თქვა მისმა აგენტმაც. კევინ სპეისი მოხსნეს ონლაინ სასწავლო პროგრამების კურსიდან, MasterClass, სადაც მსახიობი სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა.