საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მოსახლეობა 5 471 ადამიანით გაიზარდა და 2018 წლის პირველ იანვარს 3,7 მილიონი შეადგინა.

მოსახლეობის 58,3 პროცენტი საქალაქო დასახლებაში ცხოვრობს. ამასთანავე თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის, თითქმის, მესამედია.

წინა წელთან შედარებით მოსახლეობაში კაცების წილი 0,3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ქალების 0,1 პროცენტით შემცირდა.

მოსახლეობის განაწილება (%) ძირითადი ასაკობრივი ჯგუფების და სქესის მიხედვით

ფოტო: საქსტატი

2017 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 73,5 წელს, მათ შორის კაცებისთვის 69,2 წელს, ხოლო ქალებისათვის - 77,8 წელს.