ბარსელონამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონის 34-ე შეხვედრაში დეპორტივოს გასვლაზე ანგარიშით 2:4 მოუგო და ქვეყნის ჩემპიონი 4 ტურით ადრე გახდა.

კატალონიელებს ჩემპიონობის გასანაღდებლად ფრეც აწყობდათ, თუმცა კოუტინიოს პირველი გოლისა და ლიონელ მესის ჰეთთრიკის წყალობით, მათ დამაჯერებელი სხვახობით გაიმარჯვებს.

ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატი 25-ედ მოიგო. ბოლო 10 წელიწადში კი ეს ტიტული მათ შვიდჯერ ხვდად წილად.

მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა. მან ლა ლიგის 7 სხვადასხვა სეზონში მოახერხა 30 ან მეტი გოლის გატანა.

საინტერესოა ისიც, რომ კატალონიელებს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯერ მარცხი არ განუცდიათ და აქვთ უნიკალური შანსი, რომ სეზონი ასეც დაასრულონ.