ხვალ, 30 აპრილს, 11 საათზე, მეტროსადგურ რუსთაველთან მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირი - ერთობა 2013 პრესკონფერენციას გამართავს.

სოლიდარობის ქსელის განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდა სიტუაციის მიმოხილვისა, ისინი საჯაროდ დააანონსებენ გაფიცვის თარიღს და მოსახლეობას ფლაერების საშუალებით გააცნობენ ქალაქის შესაძლო პარალიზების დროს.

ასევე, გაფიცვის პროცედურისთვის შეიტანენ განცხადებას შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

სოლიდარობის ქსელის განცხადებით, ერთობა 2013 მეტროს მეტროს მემანქანეთა თითქმის სრულ უმრავლესობას მოიცავს, შესაბამისად, გაფიცვის დაწყების შემთხვევაში, დაიკეტება ყველა მეტროსადგური.

მემანქანეები აცხადებენ, რომ სამმხრივი შეხვედრების შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიისა და მერიისგან მიიღეს პასუხი, რომ ხელფასების მატება ვერ მოხდება.

მემანქანეების მოთხოვნა, საათობრივი ანაზღაურების 7 ლარიდან 10 ლარამდე გაზრდაზე, გამოწვეულია ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ფონითა და მეტროში არსებული მძიმე სამუშაო პირობებით.

გაიგეთ მეტი: