23 აპრილს, როდესაც ქეით მიდლტონმა მესამე შვილი გააჩინა და მშობიარობიდან რამდენიმე საათში საავადმყოფოდან იდეალურ ფორმაში გამოვიდა, ყველამ თქვა, რომ მისი წითელი კაბა პრინცესა დაიანას 1983 წლის ჩაცმულობას ჩამოჰგავდა, როდესაც მან ჰარი გააჩინა.

თუმცა, სანამ ყველა მიდლტონის იდეალურ გარეგნობასა და დაიანასთან მის მსგავსებაზე საუბრობდა, თითქმის მთელ მსოფლიოს გამოეპარა ერთი დეტალი.

ქეითის კაბა ძალიან ჰგავდა მია ფეროუს გმირის, როზმარის კაბას, რომან პოლანსკის 1968 წლის საშინელებათა ჟანრის ფილმიდან, Rosemary's Baby.

ტვიტერის მახვილთვალიანი მომხმარებლები მალე ალაპარაკდნენ ამ აღმოჩენაზე.

"ქეით მიდლტონს რომ როზმარის მსგავსი კაბა აცვია, საერთოდ არ ქმნის დისკომფორტს"

"ქეით მიდლტონზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მთელი გულით მინდა მჯეროდეს, რომ მან ეს კაბა სპეციალურად ჩაიცვა და არა შემთხვევით. და თუ ეს მართლაც ასეა, ქეითი უბრალოდ შესანიშნავია"

"როზმარის ბავშვი?"

შეიძლება იფიქროთ, რომ ჰერცოგინიას სტილისტს ფილმებში კარგი გემოვნება აქვს და ეს უბრალო დამთხვევაა, თუმცა მიდლტონისა და როზმარის გემოვნების მსგავსებაზე ადრეც საუბრობდნენ.

2015 წელს, პრინცესა შარლოტას სეირნობისას, ბევრმა მიამგვანა სამეფო ოჯახის წევრის საბავშვო ეტლი როზმარის ბავშვის პოსტერზე ნანახ ეტლს.

"ქეით მიდლტონის მიერ არჩეული საბავშვო ეტლი, როზმარის ბავშვს მაგონებს"