დღეს, 28 აპრილს რამდენიმე ოპოზიციური პარტია მიხეილ სააკაშვილს ამსტერდამში შეხვდა. მათ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებაზე ისაუბრეს. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა რუსთავი 2-მა გაავრცელა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთზე თავდასხმა უნდა შეწყვიტონ.

"ჩვენი სამიზნე არის ერთი. ამ სამიზნეს, ამ ურჩხულს აქვს სახელი და გვარი, სამწუხაროდ, ის არის დღეს საქართველოს არაფორმალური მფლობელი და არა მმართველი. ის ცდილობს, რომ საქართველოს თითოეული მცხოვრები ბანკების მეშვეობით, სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით აქციოს ყმებად, მონებად და დაამციროს, ქონება და ღირსება წაართვას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამ ეტაპზე როდის ჩამოყალიბდენა ახალი ოპოზიციური მოძრაობა და მათი შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია.

შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • მამუკა გამყრელიძე - ახალი ერთობა საქართველოსთვის;
  • მამუკა გიორგაძე - ჩვენები - სახალხო პარტია;
  • შოთა მალაშხია - ქრისტიან-კონსერვატიული პარტია;
  • ზურაბ ხარატიშვილი - სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
  • ნიკა მელია - ერთიანი ნაციონალური მძრაობა;
  • ბაჩუკი ქარდავა - ეროვნულ დემოკრატიული პარტია;
  • პაატა დავითაია - საქართველოს ევროპელი დემოკრატები;
  • ნიკა მაჭუტაძე - სახელმწიფო ხალხისთვის.