29 აპრილიდან რუსთავი 2-ზე ახალი გადაცემის, კვირის აქცენტების წამყვანები არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე იქნებიან. გადაცემა ყოველ კვირას P.S.-ის დასრულების შემდეგ გავა. კვირის აქცენტები ანალიტიკური ხასიათის გადაცემა იქნება.

მანამდე, ეკა კვესიტაძეს რუსთავი 2-ზე გადაცემა განსხვავებული აქცენტები მიჰყავდა, რომელიც ყოველ შაბათს გადიოდა.