28 აპრილი - სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტთან მდუმარე აქცია გამართა. პროფკავშირების გაერთიანებამ ფეისბუქზე მიმართვაც გაავრცელეს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად გარდაიცვალა 473 და მძიმედ დაშავდა 805 დასაქმებული. 2018 წელს გარდაიცვალა 18, ხოლო მძიმედ დაშავდა 12 ადამიანი. ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამშენებლო და სამთო მოპოვებით სამუშაოებზეა.

"აღნიშნული სტატისტიკა არ არის სრულყოფილი, რადგან 2006 წლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევები აღარ აღირიცხება. საწარმოო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი ბევრად მეტია", - წერია მიმართვაში.

ფოტო: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება

ფოტო: საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება