მიშელ პფაიფერი ანჯელინა ჯოლისთან და ელ ფენინგთან ერთად, დისნეის მაღალშემოსავლიანი ფილმის, მალეფისენტის მეორე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ცნობილია, მსახიობი კინოსურათში დედოფლის როლს შეასრულებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, დადებითი პერსონაჟს ფანასახიერებს თუ უარყოფითს.

მალეფისენტის პირველი ნაწილი ეკრანზე 2014 წელს გამოვიდა და წლის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი გახდა, ფილმმა შემოსავლის სახლით $700 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა.