ხაშურსა და მცხეთაში ავტობუსის ორ გაჩერებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბრძანებაშია ნათქვამი.

ბრძანების მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზერში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდაში მდებარე ავტობუსის გაჩერებებმა.

სააგენტოს ცნობით, ეს ორი გაჩერება არქიტექტურის, საინჟინრო, მეცნიერების, ტექნიკისა და მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლებია და მეოცე საუკუნის 70 წლებით თარიღდება. გაჩერებები საბჭოთა მოდერნიზმის კულტურულ ძეგლებად აღიარეს.