კანის კინოფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წლევანდელ ფესტივალზე ცხელი ხაზი ამოქმედდება.

იმ შემთხვევაში, თუ ფესტივალის მსვლელობის დროს, სექსუალური შევიწროების შემთხვევა დაფიქსირდება, მსხვერპლს საშუალება ექნება აღნიშნულ ნომერზე დარეკოს.

ფესტივალის დირექტორმა, ტიერი ფრემომ, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰარვი ვაინშტაინის საქმეში კანის კინოფესტივალი რამდენიმე მსხვერპლის მიერ იყო ნახსენები.

აღნიშნულ ინიციატივას გამოეხმაურა საფრანგეთის თანასწორობის მინისტრი მარლენ შიეპა და თქვა, რომ ფესტივალის გადაწყვეტილებას მიესალმება.