ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Fox News-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი ცოლის, მელანიას დაბადების დღეზე ძალიან დაკავებული იყო და მისთვის საჩუქარი არ მიურთმევია.

"ამაზე ჯობს არ ვილაპარაკო, შეიძლება შარში გავეხვა. ბევრი არაფერი, ლამაზი მისალოცი ბარათი და ლამაზი ყვავილები ვაჩუქე", - უპასუხა მან სიცილით კითხვას, რა აჩუქა მელანიას დაბადების დღეზე.

26 აპრილს, ამერიკის პირველი ლედი, მელანია ტრამპი, 48 წლის გახდა.

"იცით, ძალიან დაკავებული ვარ, რომ საჩუქრებზე ვირბინო, ხომ ხვდებით?" - თქვა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აშშ-ს პირველმა ლედიმ საფრანეგთის პირველი ოჯახის სტუმრობისას სამზადისს თავი მშვენივრად გაართვა.